ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს

ვაზისუბანში, ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულებს 4 წლის ბავშვი დარჩათ.

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. არმენ სარქისოვი ლიფტის შახტაში ჩავარდა, მეუღლე დახმარების მიზნით ჩაყვა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.

მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ადგილობრივების თქმით, ლიფტის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და აღნიშნულზე გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია.