გორშეღმის ხეობის ბოლო მკვიდრი, მიხა არაბული გარდაიცვალა

გორშეღმის ხეობის ბოლო მკვიდრი, მიქაელ არაბული იგივე „მიხა პაპა” 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, საღამოს საათებიდან მიხა პაპა დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, თბილისში.

მიხა პაპას 15 იანვარს, 14 საათზე ხევსურეთში, სოფელ ზეისტეჩოში, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად დაკრძალავენ.