,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ხმა შეიძლება, გამოდგეს გადამწყვეტი რათა დამთავრდეს ჟამიანობა.

„ძვირფასო მეგობრებო, პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული“ პარტიის პარლამენტში შესვლაზე. დღეს, ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული“ პარტიის პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ – ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით რისი გადაწყვეტაც პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს.

მზად ვართ შევეჭიდოთ იმ ფრონტს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, ისტორიის კანონებით ერთს და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს რომ არა აი ეს მთელი კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა, რისი მსხვერპლიც არამხოლოდ დღევანდელობაა არამედ რომ არ დაბადებულან ისინიც. იმისათვის, რომ დამთავრდეს ჟამიანობა და რეჟიმის შეცვლა დარწმუნებული ვარ ჩვენი ხმა პარლამენტში, შეიძლება, გამოდგეს გადამწყვეტი და ამისათვის პარტია მზადაა გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.