„ძირითადად, კლინიკაში 90% არიან წლამდე ასაკის ბავშვები, ახალშობილები” – რა ვითარებაა ციციშვილის კლინიკაში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, შეცვლილი პროტოკოლის საფუძველზე, პაციენტების უმრავლესობას 3 დღის მერე წერენ კლინიკიდან, შესაბამისად, სამ დღეში საწოლი თავისუფლდება.

მისივე თქმით, კლინიკაში 90% არიან წლამდე ასაკის ბავშვები.

„10 დღეზე მეტია დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით არის მომართვიანობა და ასევე გაწერებიც. მაქსიმუმი საწოლდღე არის სამი დღე. ხშირად, 48 საათშიც არიან პაციენტები გასაწერები. ზოგადად, რასაც ვხედავთ, ომიკრონი მიმდინარეობს მსუბუქად, ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები დაცულია სასწრაფოს მიერ. ძირითადად, კლინიკაში 90% არიან წლამდე ასაკის ბავშვები, ახალშობილები,” – ამბობს მაია ჩხაიძე.