“გვაქვს კონსულტაციები საპატრიარქოსთან”

აღდგომის დღესასწაულზე ჩასატარებელ წირვასთან დაკავშირებით, რომელიც კომენდანტის საათს ემთხვევა, პარლამენტარი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას და საპატრიარქოსთან მუდმივად აქვს მოლაპარაკებები, ამიტომ ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ეს ქვეყანას, ჩვენს ჯანმრთელობას და ეკლესიას ჭირდება.
“ამ ვითარების შემადგენელი ნაწილი არის კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება.”-განაცხადა კობახიძემ.