გმირი – დღეს არჩილის დაბადების დღეა

გმირი

არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს 2 აპრილს ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში დაიბადა.

ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვი ყოფილა, ჭიდაობა უყვარდა. სკოლაშიც გამოირჩეოდა, წარჩინებული მოსწავლე არ იყო, მაგრამ მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ძალიან ნიჭიერი და სამართლიანიაო. დედა მოგვიანებით გაიხსენებს, რომ ის თავისი ძმისგან ძალიან განსხვავდებოდა, რომ არჩილი „ძალიან მოხერხებული და სწრაფი ბავშვი იყო“.

მეგობრული, სამართლიანი, ძლიერი, ენერგიული, მხიარული. ახლა მისი მეგობრები ცდილობენ, მასთან დაკავშირებული ყველა წუთი მეხსიერებაში შეინახონ. ის პოზიტიური ადამიანი იყო, ომის დროსაც ცდილობდა, ყველა გაემხნევებინა და მოხმარებოდა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს წავიდა რიგით ჯარისკაცად, საქართველოს ერთიანობაზე ოცნებობდა:

რჩილ ტატუნაშვილირომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სავარაუდოდ წამებით მოკლესმუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. მან წამებით საქართველოს სიყვარულს, მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი. საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს“