ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი – ვფიქრობთ, რომ აპრილი-მაისის თვისკენ მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს

ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის აკადემიური დოქტორის მაკა ბულეიშვილის თქმით, ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა მარტის თვეშიც შენარჩუნდეს, ხოლო აპრილი-მაისისთვის ვითარება სტაბილური გახდება.

მისივე თქმით, მეექვსე ტალღის პიკის დაძლევა თებერვლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

„დაინფიცირებულთა რიცხვის მატება მოსალოდნელია და ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ეს პერიოდი გაგრძელდეს შეიძლება , მთელი თებერვლის მანძილზე და არ არის გამორიცხული, რომ მარტის თვეშიც იყოს. ზოგადად ვფიქრობთ, რომ შესაბამისად, აპრილი-მაისის თვისკენ მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს,“ – ამბობს მაკა ბულეიშვილი.