2023 წლიდან თამბაქოს ნაწარმი ბაზარზე ე.წ. სადა შეფუთვით უნდა განთავსდეს

იმისთვის, რომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით მიმართული ღონისძიებები გაძლიერდეს საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი მოამზადა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის და მისი სადა შეფუთვით ბაზარზე განთავსებას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ამ გზით თამბაქოს ნაწარმის გაყიდვების კლებას ვარაუდობენ.

,,საბოლოო შედეგები უკავშირდება იმ დადებით ეფექტს, რაც აქვს თამბაქოს სადა შეფუთვის დანერგვიდან გამომდინარე თამბაქოს პროდუქტებზე მიმზიდველობის ხარისხს. ეს არის დადასტურებული და მეცნიერულად დასაბუთებული ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილებით, რომ ამ ტიპის შეფუთვის შემთხვევაში ნაკლები არის მოხმარება და ნაკლები მწეველი შეიძლება დაინტერესდეს თამბაქოს პროდუქტებით” – განაცხადა გაბუნიამ.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლიდან შევა.