თურქეთში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ

თურქეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

მისივე თქმით, დღეს, 9 დეკემბერს თურქეთის მმართველი პარტია პარლამენტში შეიტანს პროექტს ახალი კონსტიტუციის თაობაზე. ამ საკითხზე, მისივე თქმით რეფერენდუმი 2017 წლის ზაფხულში გაიმართება.

ჯანიკლინმა გამორიცხა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც.

კომენტარის დატოვება