შალვა ნათელაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს – ხათუნა სამნიძე ,,ლეიბორისტების” გადაწყვეტილებაზე

,,რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე შალვა ნათელაშვილის მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სამნიძე მიიჩნევს, რომ ,,ლეიბორისტების” ლიდერმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომლითაც პარლამენტში შესულ დეპუტატებს აკრიტიკებდა.

,,ვფიქრობ, რომ შალვა ნათელაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს, ყველა იმ განცხადების გამო, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც თვლიდა, რომ სრულფასოვანი საპარლამენტო მუშაობა იყო უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა ეხლა მანდატების მოხსნა, როცა განცხადებულია მუშაობის მზაობა, არის ,,ქართული ოცნების” მორიგი ინსტრუმენტი შეასუსტოს ოპოზიცია”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.