სოფელ ორთაშენში სამხედრო ოფიცრის ცხედარი იპოვეს

გორის სოფელ ორთაშენში, სამხედრო ბაზის სიახლოვეს, სადაც სამხედრო ოფიცერის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

რამდენიმე სათის წინ, ადგილობრივებმა, 45 წლის სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, კაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.