„თუ თქვენ უსამართლოდ მოგიხსნეს სოციალური დახმარება, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ სასწრაფოდ!..“

თეონა ჭალიძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“

-სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება, რომ პოლიტიკური იარაღი გახდა ხელისუფლების ხელში ამაში უკვე დავრწმუნდით. ფაქტია, რომ არჩევნების პერიოდში ყოველთვის მზარდია სოციალურად დაუცველ პირთათვის სტატუსის მინიჭება. ყოველ საარჩევნო წელს თვეების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა გვაჩვენებს და ადასტურებს ამას.
არასაარჩევნო წელს კი მაგალითად 2015 წელს გვაქვს მნიშვნელოვანი კლება სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობის, ანუ ამ პერიოდში როცა ხელისუფლებას არ სჭირდება გაჭირვებულების ხმები, დახმარებებსაც უხსნის მათ ნაწილს. ასეთივე კლება შეინიშნება საარჩევნო წლის დასაწყისშიც, რომელიც შემდეგ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იცვლება. ეს ბერკეტი ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოიყენა. კერძოდ 2018 წლის აგვისტოში 413 853 პირს ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი მინიჭებული, ნოემბერში კი ეს რიცხვი 434 525-მდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს რომ საარჩევნოდ კიდევ ერთხელ გამოიყენა ხელისუფლებამ სოციალური პროგრამა.

მოგეხსენებათ 2019 წელი არასაარჩევნო წელი იქნება და მოსალოდნელია სოციალური დახმარებების მოხსნა და სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირთა რაოდენობის კლება მოხდეს ხელოვნურად, რაც მძიმედ აისახება ისედაც გაჭირვებულ ადამიანებზე.

მივმართავთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ არ გაბედონ ამ ადამიანებზე ეკონომიის გაკეთება და ქამრები თავად შემოიჭირონ.

მივმართავთ მოქალაქეებს, ვისაც უსამართლოდ მოგიხსნიან დახმარებას მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე 591051601; პირადად მოვალთ ყველა იმ ოჯახში, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნიან დახმარებას ან უსამართლოდ არ დაუნიშნავენ. ჩვენი სოციალური სამსახური იზრუნებს ყველა ასეთი შემთხვევის გასაჯაროებაზე. მონიტორინგის ფარგლებში აღრიცხულ ყველა შემთხვევაზე ვაცნობებთ სახალხო დამცველის აპარატს“