„ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ!“-ანუ იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა…

ფინანსთა მინისტრის მოადგილ გიორგი თაბუაშვილი  ლარის გაუფასურებას ვერ იჯერებს და მოსახლეობასაც ურჩევს  არ დაიჯერო. როგორც თაბუაშვილმა ქუთაისის პარლამენტში ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტირებისას განაცხადა,ყველაფერი კარგად იქნება.
201611112225052097965791_photo

“დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მართლაც რა დასაჯერებელია, რომ გაუფასურდა? 12 დეკემბერს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5887 ლარი იყო. 13 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2,6154 ნიშნულზე დაფიქსირდა.

ისე კი რა გასაკვირია, თუ მინისტრები და მათი მოადგილეები ლარის გაუფასურებას ვერ იჯერებენ-რომ დაიჯერო, უნდა იგრძნო, განიცადო….

ჯანი როდარის „ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები“ ჩვენთან  „პოლიტიკოსების კამერებით მოყოლილმა ზღაპრებმა“ შეცვალა…ნეტა თავად მაინც თუ სჯერათ, რასაც ამბობენ?!.

კომენტარის დატოვება