მიხეილ დაუშვილი – ნათელაშვილს დროულად უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უფრო ადრე შემოსულიყო პარლამენტში

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო.

მისივე თქმით, მას ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესები უნდა დაეცვა და დროულად შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში.

„როდესაც მოქალაქეებმა მას მხარი დაუჭირეს, მისცეს უფლება და თან დააკისრეს პასუხისმგებლობა პარლამენტში შემოსულიყო, თავისივე ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესები და უფლებები დაეცვა, კეთილი უნდა ენებათ და დროუალდ შემობრძანებულიყო პარლამენტში. გუშინ არ უნდა გახსენებოდა, რომ რადგან რაღაც ხდება, რაც მის ინტერესებში არ შედის, ამის გამო გადაწყვიტა. უფრო ადრე უნდა შემოსულიყო. ის პასუხისმგებლობა, რაც მოქალაქეებმა დააკისრეს, დროულად უნდა აეღო საკუთარ თავზე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.