,,მუნჯის საუბარი ყრუსთან” – ლავროვი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრას აფასებს

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსულ მხარეს საკუთარი პოზიციის შესახებ დეტალური ახსნა-განმარტება არაერთხელ გაუკეთებია და დაუსახელებია არგუმენტები, რომლებიც უკრაინაში „შეჭრის“ შიშების უსაფუძვლობაზე მეტყველებს.

„ვიგრძენი, რომ ჩვენი კოლეგები ან არ იცნობენ ამ დეტალურ განმარტებებს, ან სრულად აიგნორებენ მათ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს არ ემუქრება, პირიქით – მას ემუქრებიან.

„გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად გაჟღერებულა, თავად გვემუქრებიან“, – განაცხადა ლავროვმა.