გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის გონებაში იმდენადაა ჩამოყალიბებული მთელი პოლიტიკური პარტიის სტრატეგია და მიმართულებები, სადაც არავინ არაფერს წარმოადგენს

ადრე თუ გვიან შესაძლოა, აღნიშნული სხდომა შედგეს და რაღაც გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, მაგრამ მძიმე სურათია, მაშინ როდესაც სხვა სენაკელებს სჭირდებათ მოქმედი მერი, საკრებულო; პროექტების განხორციელება და ასე შემდეგ. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არის სააკაშვილის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანებული ძალა, რომელიც დესტრუქციასა და არეულობას მხარს უჭერს.

„სააკაშვილის გონებაში იმდენადაა ჩამოყალიბებული მთელი პოლიტიკური პარტიის სტრატეგია და მიმართულებები, სადაც არავინ არაფერს წარმოადგენს. არც უგულავა თვისი ქოლგითა თუ ზონტიკით, არც ნაყოფია, მელია თავისი სხვადასხვა ეშმაკური გამოთქმით, არავინ არაფერს წარმოადგენს. არის სააკაშვილის იდეა და ამ იდეის გარშემო ძალა, რომელიც ამ დესტრუქციასა და არეულობას უჭერს მხარს“, – განაცხადა ვოლსკიმ.