არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, სიურპრიზი მოაწყოს და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს – ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთს არ მისცემენ შესაძლებლობას სიურპრიზი მოაწყოს და ბრალი დასდოს უკრაინას ამ მსოფლიოს.

მისი თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა აშკარას ხდის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას უახლოეს ხანში, მათ შორის 20 თებერვლამდე, ოლიმპიადის დასრულებამდე.

“შეჭრის დღის სრულყოფილ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს, რუსეთის დიდი სამხედრო მოქმედება უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაიწყოს, მათ შორის მომავალ კვირაშიც, ოლიმპიადის დასრულებამდე.

ჩვენი თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სიურპრიზი და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ ინფორმაციას ფართოდ ვავრცელებთ. ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ”, – განაცხადა სალივანმა.