„სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით“ – ვლადიმერ პუტინი

„სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, იმ ჯარისკაცების დედებს, დებს და ცოლებს მიმართა, რომლებიც სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში: გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, სამხედრო კონფლიქტები და ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის დაცვის გარდაუვალი საჭიროება, პანდემია და ბრძოლა მილიონობით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

მინდა მივმართო იმ ჯარისკაცების დედებს, დებს, ცოლებს, რომლებიც სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენს სამშობლოს იცავენ. მესმის, როგორ ნერვიულობთ თქვენს საყვარელ და ახლო ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათი ისე, როგორც თქვენი ერთობით მთელი ქვეყანა ამაყობს.

ხაზს ვუსვამ, რომ სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და არ იქნება გამოძახებული არც დამატებითი რეზერვი. გაცემულ დავალებას ასრულებენ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.