ნატო-ში აშშ-ის ელჩი – არ გვინდა კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გაფართოება, ამიტომ ნატო არ არის მზად უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად.

„ჩვენი მიზანი ახლა ომის შეჩერებაა. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გაფართოება და ამიტომ ახლა ნატო-ს ერთობლივი სიგნალი არის ის, რომ ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.

ჯულიან სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრები ზომებს იღებენ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების კუთხით და დროულად აფასებენ თავდაცვის კუთხით უკრაინის რეალურ საჭიროებებს.

„ჩვენ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატო მზად არის ამისთვის და უკვე დგამს ნაბიჯებს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა ელჩმა.