უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

„მოლაპარაკებები. მეოთხე რაუნდი მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე. რთული საუბარი. რუსეთის ფედერაციამ კი იცის თავისი აგრესიული ქმედებების აბსურდულობა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ილუზიაში, რომ 19-დღიანი ძალადობა მშვიდობიან ქალაქებზე – სტრატეგიის სწორი არჩევანია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.