აშშ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებს

საიდუმლო ინფორმაციით გავრცელების შემთხვევები გასული წლიდან თითქმის ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, თებერვალში გაჟონა ინფორმაციამ დონალდ ტრამპის საუბრების შესახებ მექსიკის პრეზიდენტთან და ავსტრალიის პრემიერთან.

სწორედ ამიტომ, აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი მედიაში ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებს. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Axios წერს.

სეშნსის აზრით, ინფორმატორის გამოვლენა სწორედ ასე შეიძლება. დეტექტორზე შემოწმების დროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთ შეკითხვას დაუსვამენ: რა იციან პრეზიდენტ ტრამპის და უცხოელი ლიდერების სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. ასეთ მასალაზე წვდომა სამსახურის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.