2008 წელს როდესაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, სააკაშვილს თავში აუვარდა და აზროვნება დაკარგა – სერგეი ლავროვი

2008 წელს როდესაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები სააკაშვილს თავში აუვარდა და აზროვნება დაკარგა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს.

,,2008 წელს როდესაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, სააკაშვილს თავში აუვარდა და აზროვნება დაკარგა.

როდესაც საქართელომ სერიოზულად მოინდომა მთლიანად მიეგტაცებინა მთელი სამხრეთ ოსეთი, გენოციდის აქტის აღსაკვეთად და რუს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის საპასუხოდ, რა თქმა უნდა, გავგზავნეთ იქ ძალები. ეს იყო ომის გამოცხადება. შემდეგ იმისთვის, რომ დაგვეცვა ეს ხალხები თავიანთი დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების უზრუნველყოფაში, ჩაატარეს შესაბამისი რეფერენდუმები და გვთხოვეს აღიარება, ჩვენც ვაღიარეთ. დიახ, მათივე თხოვნით განვათავსეთ სამხედრო ბაზები, რომ ქართველებს თავში აზრადაც არ მოსვლოდათ მსგავსი დანაშაულის ჩადენა” – განაცხადა ლავროვმა.