კალაძე: ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ვეომოთ ჩვენს სისხლიან წარსულს!

  ვიცეპრემიერი,  კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ  ბრაზმა, რომელსაც პატრიოტიზმი ჰქვია, ყველა უნდა გააერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ.

-“უმძიმესია ჩემთვის აგვისტოს ეს რამდენიმე დღე… 2008 წელს იყო ჯერ შოკი, შემდეგ ვერ შეგუება – წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა ჩემს სამშობლოში მომხდარიყო, მეგონა ეს ყველაფერი ჯერაც მოუშუშებელ 90-იანებში დარჩა, და ბოლოს გაბრაზება- რატომ?! და ყველა ასე გაბრაზებულები ვართ დღემდე – ამ ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, ამ ქვეყნის ყველა შვილი – მავთულხლართის ორივე მხარეს. ამ ბრაზს ქვია დღეს პატრიოტიზმი – და თუ გვინდა ქართველობის, აფხაზობის, ოსობის შენარჩუნება, თუ გვინდა ყველა ეროვნების ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნება – ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ვეომოთ ჩვენს სისხლიან წარსულს ჩვენს ჭრილობებს და გაუცხოებას, მხოლოდ ასე დავძლევთ მტრობას, საერთო ტკივილს და შევქმნით მშვიდ, მშვიდობიან, საერთო მომავალს”  – აცხადებს კალაძე.

კომენტარის დატოვება