უკრაინის ბანკებსა და სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმა მიმდინარეობს

უკრაინაში, ბანკებისა და ოფიციალური უწყებების საიტებზე კიბერთავდასხმა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სერიოზული ხარვეზებით მუშაობენ, როგორც კერძო ბანკები, „პრივატბანკი“ და „სბერბანკი“, ასევე ოფიციალური უწყებების საიტებიც – თავდაცვის სამინისტროსვე და უკრაინის შეიარაღებული ძალების საიტები.

„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა მიმართა მცირედი ხულიგნობის გზას, რადგან მისი აგრესიული გეგმები არ მუშაობს“, – ნათქვამია სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.