,,ვიფიქროთ ერთიან ფრონტზე” – ბადრი ჯაფარიძის მიმართვა ოპოზიციას

,,ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით,  შუალედური არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანია.

,,დავინახე ამის პირდაპირი საჭიროება, გამომდინარე იმ მხარდაჭერისგან, რომელიც საზოგადოებისგან ვიგრძენი, ეისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ოპოზიციისგან, და ჩავთვალე, რომ ეს არის ჩემი პასუხი პასუხი მხარდაჭერაზე.

მთავარია, ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან მოხდეს შეთანხმება. უნმა მოხდეს ამ არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობა. ყვალა ოპოზიციონერს მოვუწოდებ, რომ ვიფიქროთ ერთიან ფრონტზე, გაერთიანებულ ძალისხმევაზე. მზად ვარ, კონსულტაციები მქონდეს ყველასთან”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.