მიხეილ სააკაშვილი – ,,დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა, გულით იქ ვარ”

,,დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა,  გულით იქ ვარ”  – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინამ საკმაოდ კარგად ისწავლა საქართველოს წარსული გამოცდილება.

„გახსოვთ, 2008 წლის 1-ელი სექტემბრის ერთიანობის დღე და „ცოცხალი ჯაჭვი“?! ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასევე ძალიან კარგად სწავლობენ საქართველოს მაშინდელ გამოცდილებას. დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოცხადდა. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება დღეს, უკრაინასა და საქართველოში გაიმართა.