დავით კირკიტაძე – ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება

ჩემი პერსონალური პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის სრული მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური – ახლა არ არის ვიწროპარტიული ინტერესების გატარების დრო,- ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით კირკიტაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად დაუჭერს მხარს “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს.

მისი თქმით, იგი დარწმუნებული არის, რომ  პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური დდა „ნაციონალური მოძრაობის” ბადრი ჯაფარიძეს დაუჭრს მხარს.

„მივესალმები ბადრი ჯაფარიძის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო, ის არ შეურიგდა უსამართლობას, თავი არ დაუხარა იმ ძალმომრეობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ, მიიღო ეს გამოწვევა ხელისუფლებისგან და შემოვიდა ამ ბრძოლაში, რათა დაანახოს მათ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ სურთ.

პერსონალურად ჩემი პოზიცია და ჩემი მხარდაჭერა მის ამ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ არის ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, უახლოეს საათებში ეს გახდება ცნობილი. ბადრი ჯაფარიძის ამ ნაბიჯს ვაფასებ უკიდურესად პოზიტიურად. ჩემი პერსონალური პოზიციაა სრული მხარდაჭერა მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური. ახლა არ არის დრო ვიწროპარტიული ინტერესების გატარების, ერთმანეთის კრიტიკის, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და ეს უნდა დავასრულოთ,”- განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისათვის,  დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბადრი ჯაფარიძეს შეხვდებიან და კონსულტაციების შემდეგ განცხადებას გააკეთებენ.