დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელი სამხედრო ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი 12-ჯერ გახსნა. გამოყენებული იყო 122 მილიმეტრიანი ქვემეხები, 120 და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დღეა, რაც მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა.