ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში, აშშ-ში და ევროპაში უპრეცედენტო ინფლაცია – ვლადიემრ პუტინი

დასავლური ქვეყნების მხრიდან უარმა რუსულ ენერგორესურსებზე უკვე მიაყენა დარტყმა მილიონობით ევროპელს, –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არქტიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე ყველგან გაიზარდა ინფლაცია.

„დასავლური ქვეყნების მხრიდან უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსულ ენერგორესურსებზე, მათ ნაწილზე მაინც, უარმა უკვე მიაყენა დარტყმა მილიონობით ევროპელს, გამოიწვია ნამდვილი ენერგეტიკული კრიზისი. ეს აისახება მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. ყველგან იზრდება ფასები და ინფლაციაც ზღვარს სცდება, ამ ქვეყნებისთვის ამას უპრეცედენტო ხასიათი აქვს“, –  განაცხადა პუტინმა.

როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს „რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში“

„უდაოდ, ჩვენც ვაწყდებით პრობლემებს, თუმცა ჩვენთვის იხსნება ალტერნატიული შესაძლებლობები, ვარიანტები და შესაძლებლობების ფანჯრები. რაც შეხება რუსულ ნავთობს, გაზს, ქვანახშირს, ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მათი მოხმარება შიდა ბაზარზე, მოვახდინოთ ნედლეულის ღრმა გადამუშავების სტიმულირება, ასევე გავზარდოთ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა“, – განაცხადა პუტინმა.