,,ფრაზა, რომელიც უკრაინელი დამცველების უძლეველობის სიმბოლო გახდა, ახლა საფოსტო მარკებზეა – დაიმახსოვრეთ, რუსულ ხომალდს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს” – ზელენსკი

უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსეთის მისამართით ნათქვამი ცნობილი ფრაზა, რომელიც რუსულ ხომალდს ერთი მიმართულებისკენ მიუთითებს, ახლა საფოსტო მარკებზე იქნება გამოსახული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, რუსულ ხომალდს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.

„ფრაზა, რომელიც უკრაინელი დამცველების უძლეველობის სიმბოლო გახდა, ახლა საფოსტო მარკებზეა. გამოიყენეთ და დაიმახსოვრეთ, რომ „რუსულ ხომალდს“ მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, თებერვალში, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსული ხომალდიდან, უკრაინელ მესაზღვრეებს დანებებისკენ მოუწოდებენ. პასუხად კი – უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: „Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.