ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულ 5-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა – დაკავებულები ბრალს აღიარებენ

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შოთაძის უწყების მტკიცებით, დაკავებულები თაღლითურად ეუფლებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების დიდი ოდენობის თანხებს, შემდეგ კი მათ ლეგალიზებას ახდენდნენ.

ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.