„ჯოგური იმუნიტეტის“ იმედი აღარ უნდა გვქონდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

„ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება“, – ამის შესახებ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.

„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაღალი რისკებია და „ომიკრონთან“ ეს ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხდება“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.