,,გულწრფელად გეტყვით, ცოდოა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ეს მისი არჩევანია” – ნათია მეზვრიშვილი კობახიძეზე

,,გულწრფელად გეტყვით, ცოდოა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ეს მისი არჩევანია”, – ასე ეხმაურება პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც გიორგი გახარიას წინააღმდეგ ახალ ბრალდებებს აანონსებს.

მეზვრიშვილმა ,,ქართული ოცნების” ლიდერის საუბარი ჭორაობას შეადარა, რომლის მიზანიც ქვეყნაში არსებული პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა.

მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა და ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ მოახერხა და არერთი მიმართულებით შექმნა პრობლემა და კრიზისი.

,,ის დაკარგულია მათ მიერვე გამოგონილ ჭორებში. ერთი დღე ერთს ლაპარაკობს, მეორე დღე- მეორეს. პრაქტიკულად, სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ეს იწვევს სიბრალულს, თუმცა ეს მისი არჩევანია”, – განაცხადა მეზვრიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

,,ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის თქმით გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „პოლიტიკურ განცხადებას“ გაავრცელებენ.

მისი თქმით, გახარიას დიდხანს ლოდინი არ მოუწევს და „გარკვეული უხერხულობის“ მოხსნის შემდეგ მმართველი პარტია განცხადებას გააკეთებს.