რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაჭრილია ერთი უკრაინელი ჯარისკაცი – უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი

21 თებერვლის, 07:00 საათის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს, 72 შემთხვევაში კი ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს. სროლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიჭრა ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჭრილ ჯარისკაცს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება და ახლა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შტაბის ინფორმაციით, მიმდინარე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ იარაღის ფორმირების 8 დარღვევა დაფიქსირდა