ანა ბუჩუკური – ,,ოდირის დასკვნაში ის რისკები აისახა, რაც რეალობაა”

ოდირის დასკვნაში სწორედ ის რისკები აისახა და ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ ის დაინახეს, რაც რეალობაა – ,,ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით არის ძალიან საშიში და პირდაპირ ვიტყვი – ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე ხელისუფლებამ განახორციელა, შეიძლება პირდაპირ ეწოდოს იერიში.

,,ეს იყო ყველაზე მავნებლური და პრეცედენტული გადაწყვეტილება, რაც ,,ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში მიუღია. ამით ,,ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ თქვა: მერე რა, რომ ჩემი არჩეულია, ჩემმა პარლამენტმა აირჩია, ვინაიდან კონკრეტული სახელმწიფო უწყება ვერ დავიმორჩილე პარტიულ ვერტიკალში, ავდგები და დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის და კონსულტაციების გარეშე, ამ ადამიანს სახლში გავუშვებ. ეს ნიშნავს გაფრთხილებას და მუქარას, სხვა თანამდებობის პირების, რომელიც შეეცდება გამოავლინოს მისთვის კანონოთ დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში დამოუკიდებლოBის ხარისხი. მერე ყველამ ვნახეთ, ვინ იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე,” – განაცხადა ბუჩუკურმა.