ემანუელ მაკრონი – რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი ნატო-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი ნატო-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა.

„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა“, – აღნიშნა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც. თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა.