ვოლოდიმირ ზელენსკი – ბევრი ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო რუსეთში არც კი ახსოვთ, არც კი ცდილობენ მათ წაყვანას, ოჯახებმა მათი გარდაცვალების ცნობა მიიღეს, თუმცა ისინი ჩვენთან, ცოცხლები არიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები.

ზელენსკის თქმით, დაღუპულების გარდა, მათ ათასობით ტყვე ჰყავთ, ინფორმაციის მოძიება კი ინტერნეტში გავრცელებული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა 13 700 დაღუპული რუსი სამხედრო, ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვსურს და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი ხელისუფლების შიში გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ტყვეებს შორის წვევამდელებიც არიან, ნაწილი კი რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.