საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, დამთავრდა ეს ამბავი – ირმა ინაშვილი

საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, დამთავრდა ეს ამბავი – ამის შესახებ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა აირჩიოს სამხედრო ნეიტრალიტეტის პლატფორმა.

,,რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა შექმნილ ვითარებაში, რაც განმუხტავს სიტუაციას. რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას არასდროს სიკეთე არ მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, დამთავრდა ეს ამბავი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სამხედრო ნეიტრალიტეტის პლატფორმა. თუ მკითხავთ, რა მიმაჩნია გადარჩენის გზად და გამოსავლად. მიმაჩნია რუსეთის მიმართებაში, ამ ვითარებაში, ყველა სიტყვის და ყველა წინადადების მოზომვა” – აღნიშნავს ინაშვილი.