“2 დღის წინ შემოაგდეს ბოთლი, დღეს აგური…ჩამსხვრეულია შუშები…”

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კოტე იოსელიანის შტაბს თავს დაესხნენ.  როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს იოსელიანის შტაბზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. დღეს შტაბის ფანჯრებს აგურები ესროლეს და ჩამსხვრეულია შუშები.

მომხდარს კოტე იოსელიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა. ის მომხდარში კონკურენტ პარტიას ადანაშაულებს.