17 სექტემბრიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციების იწყებს

17 სექტემბრიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციების იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

„მთავარი მოთხოვნა იქნება შეწყდეს კონსტიტუციაზე ძალადობა. გავაპროტესტებთ ასევე ქართული მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. გავაპროტესტებთ იმ ჩანაწერის გაქრობას კონსტიტუციიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქეს, გავაპროტესტებთ ასევე ბანკების ძალადობას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის წინააღმდეგ, ასევე გავაპროტესტებთ ხელისუფლების უმოქმედებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, საპროტესტო აქციები 24 სექტემბერს, ბათუმში, ხოლო 1 ოქტომბერს კვლავ თბილისში გაიმართება. დასკვნითი, ყველაზე მაშტაბური აქცია კი, 8 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მოეწყობა.

ცნობისთვის, განცხადებები აქციების გრაფიკით და მოწოდებებით მოსახლეობაში აქტიურად რიგდება.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/