ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ავტორი და არქიტექტორი ლენინია – მალდობელმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა ჩვენ მზად ვართ, გაჩვენით, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეიძლება, ეწოდოს ლენინის სახელობის ქვეყანა, რადგან ის სწორედ ლენინმა შექმნა.

პუტინის თქმით,ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა.უკრაინის ავტორი და არქიტექტორი ლენინია. როგორც იგი ამბობს ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით.

„თანამედროვე უკრაინა რუსეთმა შექმნა, ეს პროცესი 1917 წელს დაიწყო. ლენინმა რუსეთის ისტორიული ტერიტორიები უკრაინას გადასცა.

დიდი სამამულო ომის წინ და შემდეგ სტალინმა საბჭოთა კავშირს შეუერთა და უკრაინას გადასცა გარკვეული მიწები, რომლებიც მანამდე პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს ეკუთვნოდა. ამასთან, ერთგვარი კომპენსაციის სახით, სტალინმა პოლონეთს ისტორიული გერმანული ტერიტორიების ნაწილი გადასცა, 1954 წლეს კი, ხრუშოვმა რუსეთს რატომღაც ყირიმი წაართვა და უკრაინას აჩუქა. ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა.უკრაინის ავტორი და არქიტექტორი ლენინია, დონბასი უკრაინაში ლენინმა შეიყვანა.

ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მალდობელმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. ახლა მადლიერი შთამომავლები ამხობენ ლენინის ძეგლებს, ამას ისინი დეკომუნიზაციას უწოდებენ. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. თუმცა, არ არის საჭირო შუა გზაზე გაჩერება. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენით, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, -აღნიშნა პუტინმა.