პუტინის მტკიცება, რომ მათი ძალები სამშვიდობოები არიან, სისულელეა, ვიცით სინამდვილეში რაც არიან – აშშ-ის ელჩი გაეროში

,,პუტინის მიზანი ომის საბაბის შექმნა იყო” – ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.

,,პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში შედიან, სამშვიდობოები არიან, სისულელეა, ვიცით სინამდვილეში რაც არიან ისინი. პუტინის მიზანი ომის საბაბის შექმნა იყო და შესაბამისად, დაუყონებლივ გამოაცხადა რუსული ჯარების დონბასში შეყვანა. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ეძებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკა და მისი მოკავშირეები არ აპირებენ მიაწოდონ უკრაინას ბირთვული იარაღი და არც უკრაინას სურს ეს”,- ამბობს გაეროში აშშ-ის ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი.