დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა, მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ! – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ისტორია მეორდება, რუსეთი თავს ესხმის ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ მისი გავლენებისგან დამოუკიდებლად და გააჩნიათ ევროპული მისწრაფებები.

„2008 წელი – საქართველო, 2022 წელი – უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა. მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად!“ – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“

ცნობისთვის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.