ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის ყველა მთავარი ბანკი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშება

ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს უწესებს – რუსეთის ყველა მთავარი ბანკი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინის ამაზრზენი და ბარბაროსული ქმედება მარცხით უნდა დასრულდეს,” – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის განცხადებით, მსხვილ რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს ბრიტანეთის ბაზრიდან ფულის მოპოვება სრულად აეკრძალება. ბრიტანეთში იკრძალება რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“

ბორის ჯონსონის განცხადებით იგეგმება შემდეგი ტიპის სანქციები: ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივების გაყინვა. ვითიბი-ს აქტივების დაუყოვნებლივ გაყინვა, რომლის აქტივები 154 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

მომავალ კვირას მიიღებს კანონს, რომელიც უკრძალავს ყველა რუსულ კომპანიას დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე სახსრების მოზიდვას.

სანქციებს დაუწესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და შვილობილ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის უმსხვილესი თავდაცვის კომპანია Ростех-ს შემადგენლობაში შედიან.

შეუზღუდავს „გარკვეულ თვითმფრინავებს” დიდ ბრიტანეთში დაშვების შესაძლებლობას. ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ოპერირება აეკრძალება.

რამდენიმე დღეში მიიღებს კანონს, რომელიც კრძალავს რუსეთში მაღალი ტექნოლოგიების ფართო სპექტრის ექსპორტს.

შეზღუდავს დეპოზიტების რაოდენობას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შეინახონ დიდ ბრიტანეთში საბანკო ანგარიშებზე.

იმუშავებს G7-თან და ნატოს მოკავშირეებთან, რათა დახუროს რუსეთის წვდომა SWIFT-ის გადახდის სისტემაზე.