ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა – თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით ქუჩაში

თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა.

„ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება. მათი ნაწილი უკვე სოციალურ ქსელებში აცხადებს, რომ ომის წინააღმდეგები არიან. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა ამას ვერ ხედავს. ამიტომ გთხოვთ, თუ ჩვენი გესმით, თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენს მიწაზე ვართ. თქვენ რუსები ხართ. ახლა თქვენმა სამხედროებმა ომი დაიწყეს ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მინდა, რომ წითელ მოედანზე გახვიდეთ, ან თქვენი დედაქალაქის ქუჩებში, მოსკოვში, ან პეტერბურგში, ან რომელიმე დიდ ქალაქში, არა მხოლოდ „ინსტაგრამზე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზელენსკიმ.