,,არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია” – ირაკლი ღარიბაშვილი

არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

,,მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით, მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას. პარალელურად, მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.