რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის სადგურის აღების შემდეგ ადგილზე რადიაციის დონე გაიზარდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, რომელიც 24 თებერვალს საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, რადიაციის დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ vlasti.net იუწყება.

ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიაქტიური კონტროლის ავტომატიზებული სისტემა გამა-გამოსხივების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ზონაში რუსი სამხედროები 24 თებერვალს შევიდნენ. მათ სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს.