ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი ნატო-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზარდისკენ მოუწოდებს

ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი NATO- უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წელს ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას ბუქარესტში უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული შეჭრისგან დაცვაში და  მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, მნიშვნელოვნად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია” – ამის შესახებ წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი; ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისილატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი; ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა; ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი; მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი; რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.