შსს: საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ

შსს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოთურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, საქართველოთურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტისსირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის უკანონოდ გადაყვანა სცადეს.

შსსის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.