კანონიკური ეწინააღმდეგება კანონიერს, არაფორმალური ფორმალურს…

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი

-ლგბტ-პრაიდის და მისი მოწინააღმდეგეების გუშინდელი შეხლა-შემოხლა, როგორც მინიმუმ ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოაჩენს.

ეს პრობლემა კი მდგომარეობს შემდეგში: ქვეყნის დომინანტური სარწმუნოება-მართლმადიდებლობა, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა და სხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ითვლება მძიმე ცოდვად, ასევე ჩვენი საზოგადოების ტრადიციები და ადათ-წესები, რომლებსაც უმრავლესობა იცავს, კონფლიქტში მოვიდა ქვეყნის კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან.

ფაქტიურად, კანონიკური ეწინააღმდეგება კანონიერს, არაფორმალური ფორმალურს. სხვათა შორის, ეს სხვა სფეროებსაც ეხება.

ეს პრობლემა განგრძობადია და შეიძლება გახდეს ახალი პრობლემების წყარო.

მე პირადად არ მაქვს პასუხი თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა